Posts

პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ პორტფოლიო

მეცხრე დღის რეფლექსია დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.  გადავხედეთ საწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოების პრეზენტაცია, ერთმანეთს მივაწოდეთ უკუკავშირები. შევავსეთ საქაღალდეები.  ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა და გამოქვეყნება დრაივზე, ფაილების წაშლა და გაზიარება. ბოლოს ჩვენი პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე: 

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

მეექვსე დღის რეფლექსია დღეს შევაფასეთ ერთმანეთის პროექტისთვის გამზადებული პრეზენტაციები. ვისწავლეთ აქტივობების დაგეგმვა და განაწილება დროის ღერძზე. გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
მეხუთე დღის რეფლექსია დღეს გავეცანით განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასების ფორმებს, მათ მეთოდებს და ინდიკატორებს. სტრატეგიებიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაფერისი მეთოდები და ინსტრუმენტებიები, დავწერეთ ამ აქტივობების მოკლე აღწერა. 

მეორე მოდულის რეფლექსია

მეორე   მოდულის   რეფლექსია ამ   მოდულის   გავლისას   გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გადავხედეთ საგნობრივ სტანდარტებს და შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი.  გავაანალიზეთ   ჩვენი   პროექტისთვის   შერჩეული   სტანდარტები   და   მის მიხედვით შევიმუშავეთ მიზნები.   წყვილებში   გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, დავუწერეთ  კომენტარები და მივეცით რჩევები.  ვისწავლეთ ბლოგის გახსნა და შიგ მუშაობა. საინტერესო იყო  მიმართულების მიმცემი საკვენძო კითხვების  გაცნობაც. შევარჩიეთ პროექტისთვის საჭირო კითხვები და ყველაფერი შევიტანეთ გეგმის შაბლონში. ვიმუშავეთ მეორე მოდულის რეფლექსიაზე და განვათავსეთ ბლოგში.
პირველი მოდულის რეფლექსია ამ მოდულის გავლისას გავეცანით პროგრამის შინაარსს და პროექტის მოთხოვნებს : რომ პროექტზე დაფუძვნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს . რომ პროექტზე დაფუძვნებული სასწავლო გეგმა აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან . რომ პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ თანამედროვე 21- ე საუკუნისათვის საჭირო უნარ - ჩვევები . გავეცანით პროექტის პორტფოლიოს რესურსების ჩანართში , გადმოვწერეთ და გადავხედეთ ნამუშევრებს . გავეცანით ბუკლეტს , ვისწავლეთ მისი კორექტირება და ახალის დამზადებაც კი ვორდის ცარიელი დოკუმენტებით . ასევე ბლოგის მომზადება , გახსნა და შიგ რეფლექსიის განთავსება .  ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში .       ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეროვნული გეგმების პორტალი თავისი საინტერესო რესურსებით და აქტივობებით .       კიდევ მაინტერესებს ჩემს დაგეგმილ პროექტს ქცევის წესებზე რა სათაური შევურჩიო უფრო საინტერესო რომ გახდეს ?