პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულის გავლისას გავეცანით პროგრამის შინაარსს და პროექტის მოთხოვნებს:რომ პროექტზე დაფუძვნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს. რომ პროექტზე დაფუძვნებული სასწავლო გეგმა აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. რომ პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ თანამედროვე 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. გავეცანით პროექტის პორტფოლიოს რესურსების ჩანართში, გადმოვწერეთ და გადავხედეთ ნამუშევრებს. გავეცანით ბუკლეტს, ვისწავლეთ მისი კორექტირება და ახალის დამზადებაც კი ვორდის ცარიელი დოკუმენტებით. ასევე ბლოგის მომზადება, გახსნა და შიგ რეფლექსიის განთავსება.
ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეროვნული გეგმების პორტალი თავისი საინტერესო რესურსებით და აქტივობებით.
კიდევ მაინტერესებს ჩემს დაგეგმილ პროექტს ქცევის წესებზე რა სათაური შევურჩიო უფრო საინტერესო რომ გახდეს?
Comments
Post a Comment