Posts

Showing posts from June, 2017
პირველი მოდულის რეფლექსია ამ მოდულის გავლისას გავეცანით პროგრამის შინაარსს და პროექტის მოთხოვნებს : რომ პროექტზე დაფუძვნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემის გამოძიებისკენ უბიძგებს . რომ პროექტზე დაფუძვნებული სასწავლო გეგმა აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან . რომ პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ თანამედროვე 21- ე საუკუნისათვის საჭირო უნარ - ჩვევები . გავეცანით პროექტის პორტფოლიოს რესურსების ჩანართში , გადმოვწერეთ და გადავხედეთ ნამუშევრებს . გავეცანით ბუკლეტს , ვისწავლეთ მისი კორექტირება და ახალის დამზადებაც კი ვორდის ცარიელი დოკუმენტებით . ასევე ბლოგის მომზადება , გახსნა და შიგ რეფლექსიის განთავსება .  ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში .       ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეროვნული გეგმების პორტალი თავისი საინტერესო რესურსებით და აქტივობებით .       კიდევ მაინტერესებს ჩემს დაგეგმილ პროექტს ქცევის წესებზე რა სათაური შევურჩიო უფრო საინტერესო რომ გახდეს ?